LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვითელი ნარგიზები და გულისამაჩუყებელი პლაკატები: „კარდიფმა“ და „არსენალმა“ სალას საპატივსაცემოდ ცერემონია მოაწყვეს

2512514-52148990-2560-1440

მატჩი „ემირეითსზე“ გუნდებმა ლა მანშთან დაკარგული ემილიანო სალას მიუძღვნეს.

„ამ წუთისთვის არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ „არსენალთან“ თამაშამდე ყვითელ ნარგიზებს ჩავიცმევთ. ეს ყვავილი უელსის სიმბოლოა და ბევრს ნიშნავს „ნანტისთვისაც“. ჩვენ გვესმის ფრანგების, მათი გულშემატკივრებისა და მოთამაშეების ტკივილი. ისინი ემილიანოს უკეთ იცნობდნენ“, – განაცხადა „კარდიფის“ გენერალურმა დირექტორმა კენ ჩუმ.

„კარდიფის“ სექტორზე ყველა სკამზე დიდი ყვითელი ფურცლები დააწყვეს.

არა მარტო ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და კლუბის თანამშრომლები, არამედ უბრალო გულშემატკივრებიც ყვითელი ყვავილებით მივიდნენ.

გუნდების კაპიტნები – მესუთ იოზილი და სულეიმან ბამბა – ნარგიზებისა და ტიტების ბუკეტებით გავიდნენ. მათ ისინი ცენტრალურ წრეში დააწყვეს.

შემდეგ წუთიერი დუმილი გამოაცხადეს.

„კარდიფის“ გულშემატკირებმა კი ის ყვითელი ფურცლები ააფრიალეს.

ტაბლოზე გამოჩნდა ემილიანოს ფოტო და ჰეშტეგი #PrayForSala „ვლოცულობთ სალასთვის“.

„ემილიანო, ჩვენ არასდროს გვინახავს როგორ თამაშობ ცისფერი მაისურით, მაგრამ შენ ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ და სამუდამოდ დარჩები ჩვენს გულებში. ვლოცულობთ სალასთვის. ქალაქი როგორც ერთი ადამიანი“, – სულისშემძვრელი პლაკატი „ემირეითსის“ სასტუმრო სექტორში.

„არსენალმა“ თამაში 2:1 მოიგო.

ემილიანო სალა 22 იანვარს დაიკარგა, როდესაც ნანტიდან კარდიფში ლა-მანშის გავლით მიფრინავდა. პოლიციამ შეწყვიტა აქტიური სამძებრო სამუშაოები, მაგრამ ოჯახი და მეგობრები კერძო პირების დაქირავებით განაგრძობენ 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელისა და პილოტ დევიდ იბოტსონის ძებნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები