ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა. „ღორის გრიპით“ დაავადებულთაგან მცირეწლოვანი არც ერთი არ არის. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით დაავადებული სამი პაციენტი მკურნალობს.
მედია წერს, რომ გრიპის ვირუსით პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა, თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ ვირუსთან საბრძოლველად ყველა საჭირო პრეპარატი აქვთ.
ცნობისთვის, სოხუმის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 10 იანვრიდან, ორი თვით, საქართველოდან H1N1 -ის ვირუსის გავრცელების რისკის მიზეზით, ერთადერთი გამსვლელი პუნქტი ენგურზე ჩაიკეტა.