LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაცია უკრაინის საკითხზე კონსულტაციისთვის საქართველოში ჩამოვიდა

Untitled

მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაცია თბილისშია და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურში ადასტურებენ.

მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ორი კონსტანტინოპოლელი პატრიარქი შეხვედრას სინოდის წევრებთან, ხვალ 30 იანვარს გამართავენ. მისივე თქმით, საუბრის მთავარი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაა.

აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი თავად კონსტანტინოპოლი იყო. არ ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტმა მკვეთრად შეცვალოს ჩვენი პოზიცია. ზოგადად, რაც უფრო ზუსტდება დეტალები და მეტი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, უფრო მეტი ეკლესია გამოთქვამს თავის აზრს მკაფიოდ. ასე რომ, დროთა განმავლობაში შესაძლოა, ზოგიერთმა სასულიერო პირმა ან ეკლესიამ გამოთქვას ან შეცვალოს მისი აზრი. ეს დამოკიდებული იქნება იმ საკითხების გაცხადებაზე, რომელიც ჯერ შესწავლის პროცესშია

ეს შეხვედრა არ არის ისეთი გადამწყვეტი, რომ სინოდის უკვე არსებულ გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. დელეგაციის წევრები ჩამოდიან ვითარების შესაფასებლად და ალბათ, აზრები ორმხრივად გამოითქმება“  – აცხადებს ჯაღმაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები