LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის

1543311607-ლ

საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დელეგაცია საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით საქართველოს პატრიარქს ხვალ შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

„აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი თავად კონსტანტინოპოლი იყო. არ ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტმა მკვეთრად შეცვალოს ჩვენი პოზიცია. ზოგადად, რაც უფრო ზუსტდება დეტალები და მეტი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, უფრო მეტი ეკლესია გამოთქვამს თავის აზრს მკაფიოდ. ასე რომ, დროთა განმავლობაში შესაძლოა, ზოგიერთმა სასულიერო პირმა ან ეკლესიამ გამოთქვას ან შეცვალოს მისი აზრი. ეს დამოკიდებული იქნება იმ საკითხების გაცხადებაზე, რომელიც ჯერ შესწავლის პროცესშია

ეს შეხვედრა არ არის ისეთი გადამწყვეტი, რომ სინოდის უკვე არსებულ გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. დელეგაციის წევრები ჩამოდიან ვითარების შესაფასებლად და ალბათ, აზრები ორმხრივად გამოითქმება“  – აცხადებს ჯაღმაიძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები