ინტერნეტში 40 წლის მსახიობის ევა ლონგორიას ბიკინიში გადაღებული ფოტოები განთავსდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავის ფიგურა აღარ არის ისეთი უნაკლო, როგორიც ადრე.
მაიამის პლაჟზე, სადაც ვარსკვლავი რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად ისვენებდა, პაპარაცებმა ლონგორია საცურაო კოსტუმში გადაიღეს.
შესაძლებელია, მსახიობმა უბრალოდ თავს ნება მისცა მოშვებულიყო და დაესვენა რეგულარული ვარჯიშისა და სწორი კვებისგან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სხეულის ფორმის მცირედი შეცვლის მიუხედავად, გარუჯული ლონგორია კვლავ ძალიან მომხიბვლელია.