LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მენაშენეები ენერგოეფექტურობის მოთხოვნის დაცვის შემთხვევაში შეღავათების დაწესებას ითხოვენ

68

მენაშენეები ენერგოეფექტურობის მოთხოვნის დაცვის შემთხვევაში შეღავათების დაწესებას ითხოვენ

სამშენებლო კოდექსის ინიციატორები „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ განცხადებას ეხმაურებიან.

როგორც „ფორტუნას“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა დავით გიგინეიშვილმა განუცხადა, კოდექსში არსებული ზოგადი ჩანაწერის მიხედვით, შენობა-ნაგებობა ისე უნდა დაპროექტდეს, რომ ენერგოეფექტურობის სტანდარტები დაცული იყოს.

გიგინეიშვილის თქმით, ეს ყველაფერი ტექნიკურად როგორ უნდა შესრულდეს, ამ საკითხის მოგვარებას უკვე სპეციალური ტექნიკური რეგლამენტი სჭირდება.

„რეგლამენტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა ეს გრძელვადიანი პროცესია, რადგან მნიშვნელოვანია სამეცნიერო წრეების და უნივერსიტეტების ჩართვა. კედლის სისქე, კლიმატური ზონები და სხვა უამრავი ტექნიკური დეტალია, რომელიც სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს,“ – აღნიშნა გიგინეიშვილმა.

რადიო „ფორტუნა“ დეველოპერების პოზიციის გასარკვევად მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი როსტომაშვილსაც დაუკავშირდა.

მისი თქმით, კოდექსში ეს თემა ზოგადად არის გათვალისწინებული, თუმცა საკითხი გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან ენერგია ამოწურვადია და საჭიროა, მისი შენარჩუნება.

მენაშენეთა ასოციაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ მთავრობა დეველოპერების წახალისებითაც უნდა დაინტერესდეს და კომპანიების მხრიდან ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შემთხვევაში გარკვეული შეღავათები დააწესოს.

„ენერგოეფექტურობის ცენტრი-საქართველო“  სამშენებლო კოდექსში რეგულაციების ჩადებას ითხოვს, რათა ახლადაშენებულ შენობებში  ბინიდან სითბოს დაკარგვა მინიმუმამდე შემცირდეს  და მომხმარებელმა ნაკლები კომუნალური გადასახადი გადაიხადონ. სავარაუდოდ, არ მოხდება, რადგან მთავრობა მზად არაა, კომპანიები დაავალდებულოს, დაიცვან ენერგოეფექტურობის მოთხოვნები. მისივე თქმით, ნორმის ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, უძრავი ქონება გაძვირდეს, თუმცა მომხმარებელი ყიდვას არ გადაიფიქრებს, რადგან ეცოდინება, რომ ბინიდან სითბოს დაკარგვა მინიმუმამდეა შემცირებული და კომუნალური გადასახადებიც ნაკლები ექნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები