LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი სთხოვს მედიას, ISIS-ის მუქარის ტირაჟირებისგან თავი შეიკავონ

38

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიას, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცებული ვიდეოს ტირაჟირებას ხელს ნუ შეუწყობენ. უწყების პრესსამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ გამოძიება დაწყებულია.

„მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ და მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ დღეს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცვლელი ვიდეომასალის ტირაჟირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ, ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეომასალებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია,” – წერს გიორგობიანი.