28-31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უმეტესად უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-31 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისშიც ასევე, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი +10, +12 გრადუსია მოსალოდნელი.