LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომენტარსაც კი ვერ ვაკეთებ, რატომ უხეთქავთ ერთმანეთს გულს – ინგა მამუჩიშვილი

50796927_253287035570280_8397394884612325376_n

გრიპის აცრებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებებს ექიმი ინგა მამუჩიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

კომენტარსაც კი ვერ ვაკეთებ?რატომ უხეთქავთ ერთმანეთს გულს!ანევროზებთ! გულგახეთქილმა დედიკომ მომწერა! ეს ხომ ინაქტივირებული ( მკვდარი ) ვაქცინაა, რეკომენდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ! იკეთებს სეზონურად მთელი ცივილური მსოფლიო!!! სპეციალურად შექმნილი საიტები ავრცელებენ ამ ფეიქ ნიუსებს!!! დამშვიდდით!!! არ არსებობს არცერთი მეტანალიზით გამყარებული სამეცნიერო შრომა, რომელშიც ამ სისულელეს წაიკითხავთ!!! ნეტავ ერთი სამი თვით მაინც გაითიშოს ინტერნეტი, რომ გადავრჩეთ.

ექიმი ასევე ერთ-ერთი პაციენტი ქალის პოსტს აქვეყნებს.

საღამო მშვიდობისა ინგა ექიმო. ძალიან შემაშინეს დღეს გრიპის აცრებთან დაკავშირებით. პირდაპირ ღვიძლზე მოქმედებს, ცეროზს და ჰეპატიტებს იწვევსო. რომ ვუთხარი 2 წელია ჩვენ ვიკეთებთ და ბავშვებსაც ვუკეთებთქო უი, სასწრაფოდ გადაამოწმეთ ანალიზებიო. ისე მეშინია და გული ისე ცუდად მაქვს. მართალია ეგ რაღაცეები? უნდა მეშინოდეს? გადავამოწმო? ინფლუვაკი გვაქვს გაკეთებული შარშანაც და წელსაც. იქნებ მიპასუხოთ ??

ოქტომბერ-ნოემბერში ვინც არ დამიჯერა და არ აიცრა რამდენს შეხვდა იცით რთული ფორმით? მშობელზე ძალადობას ვაქცინაციის გამო არავინ არ ახდენს! ჩვენი მოვალეობაა გავაფრთხილოთ ისინი, რომ შესაძლებელია გვქონდეს ზამთრის თვეებში გრიპის A სეროტიპის H1N1 ქვეტიპის ეპიდემია, რომელიც ძალიან კონტაგიოზურია და იძლევა გართულებებს! ვაქცინაციაც კი არ არის აბსოლუტური დაცვა! თუმცა თუ მაინც შეგხვდათ, გართულებების გარეშე, მარტივად გადაიტანთ!,- წერს ექიმი ინგა მამუჩიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები