Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ჟურნალისტური ქარტია ერაძის სახლზე სროლის დროულ გამოიძებასა და განმარტებას ითხოვს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტური ქარტია ერაძის სახლზე სროლის დროულ გამოიძებასა და განმარტებას ითხოვს

collage

“რუსთავი2”-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლზე სროლას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება.

ორგანიზაცია სამართალდამცავ უწყებებს დროული გამოძიებისაკენ მოუწოდებს და ასევე ითხოვს, განემარტოს საზოგადოებას, უკავშირდება თუ არა მომხდარი დავით ერაძის ჟურნალისტურ საქმიანობას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით,  “მნიშვნელოვანია, ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს და შეუფერხებლად ახორციელებდნენ პროფესიულ საქმიანობას”.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, რათა მყისიერდ გამოიძიონ საქმე და განუმარტონ საზოგადოებას, უკავშირდება თუ არა მომხდარი დავით ერაძის ჟურნალისტურს საქმიანობას. სწორედ მან მოიპოვა კადრები, სადაც ასახულია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეს შორის კონფლიქტი. მასალის ეთერში გასვლის შემდეგ კი ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს.

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს და შეუფერხებლად ახორციელებდნენ პროფესიულ საქმიანობას. ყოველი გაჭიანურებული გამოძიება ახალისებს ძალადობას ქვეყანაში და ხელს უწყობს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიის ზრდას. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს და საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით,”- აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს დღეს, 25 იანვარს ესროლეს. ტელეარხის ცნობით, სროლის შედეგად დაზიანებულია სახლის კარი.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები