“ფეისბუქის” დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი რამდენიმე სოციალური ქსელის საკომუნიკაციო სერვისების გაერთიანებას გეგმავს. მათ შორისაა ფეისბუქ Messanger, Whatsapp და Instagram-ი. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.
მაშინ, როდესაც Facebook Messenger-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი ტექნიკურად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აპლიკაციებია, გაერთიანების შემდეგ ერთმანეთის ტექსტური შეტყობინებები სამივე მათგანში გამოჩნდება.
Facebook-მა განმარტა, რომ სოცქსელი „ხანგრძლივი პროცესის“ დასაწყისში არის.
ამერიკული პუბლიკაცია წერს, რომ გეგმა Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის პერსონალური პროექტია.
ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, Facebook-ის მომხმარებელს შეეძლება, მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნოს ადამიანს, რომელიც, მაგალითად, მხოლოდ ვოთსაფის აოლიკაციით სარგებლობს. ამ დრომდე ეს შეუძლებელია, ვინაიდან აპლიკაციები ერთმანეთისაგან სრულადაა გამიჯნული.
გამოცემის თანახმად, კომპანია ცვლილებებზე მუშაობის ადრეულ სტადიაზეა და საბოლოო შედეგი, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში დაიდება.