ჩილეს ნაკრების არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ორიგინალური კომენტარი გააკეთა ურუგვაისთან 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ (მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა), არადა ჩილელებს ბურთის ფლობის 73% ჰქონდათ.
აი სენიორ ხორხეს ყველაზე გამორჩეული კომენტარი:
”ბურთის ფლობა? ერთხელ ბარში მივედი. გოგონასთან ერთად ვიყავი. მთელი საღამო ვურთიერთობდით, ვფლირტაობდით, ვიცინოდით. მისი კოქტეილების ფულიც გადავიხადე. დაახლოებით 5 საათისთვის ბიჭი შემოვიდა, მოკიდა ხელი და ტუალეტში შეიყვანა. იქ სიყვარულით დაკავდნენ და ეს გოგოც მერე მას გაყვა. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან საღამოს უმეტესი ნაწილი მე ვფლობდი მას”.