შაბათს დიდი საფეხბურთო ზეიმია: ელ კლასიკო – მადრიდში, ”სანტიაგო ბერნაბეუზე”, ”რეალი” ბარსელონას” მიიღებს. ამ ორი მოსისხლე გუნდის დაპირისპირებას უამრავი რამ ახსოვს, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი 10 წლის წინ მოხდა: მადრიდულმა პუბლიკამ მოწინააღმდეგეს ტაში დაუკრა. ეს აპლოდისმენტები რონალდინიომ დაიმსახურა თავისი დიდებული თამაშით.
2005 წლის 19 ნოემბრის მადრიდულ კლასიკოში ”ბარსამ” 3:0 გაანადგურა ”სამეფო კლუბი”. ბრაზილიელმა ორი გოლი გაიტანა და ”სანტიაგო ბერნაბეუს” არანახული, ფეხზე მდგომი ოვაციები დაიმსახურა.