LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნობელიანტი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა თბილისში ჩამოდის

cultur

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით თბილისს ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით და  გამომცემლობა „ინტელექტთან“ თანამშრომლობით, თბილისს  ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა. ვიზიტის მხარდამჭერია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. პროექტის სპონსორია “სასტუმრო სტამბა”.

თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს სექტემბრის შუა რიცხვებში ესტუმრება. მსოფლიო რანგის მწერლის ვიზიტის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და ავტორის ქართველმა გამომცემლებმა დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები