LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგის ქუჩაზე გაზი ჟონავდა – „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

gazi_mtavari

„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მორიგი საფრთხე აღკვეთა, – ამის შესახებ განცხადებას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ყაზბეგის ქუჩაზე ერთერთ ბინაში, სადაც მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობს, გაზი ჟონავდა.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხუცისა და მისი მეზობლების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ყაზბეგის 47-ბ კორპუსიდან შევიდა შეტყობინება გაზის გაჟონვის შესახებ. სპეციალისტები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ, მაგრამ ბინა, რომელშიც მოხუცი ქალი იყო და ადგომას ვერ ახერხებდა, გარედან დახვდათ დაკეტილი. მომვლელი ქალის მოსვლის შემდეგ სპეციალისტები ბინაში შევიდნენ, სადაც ასეთი სურათი დახვდათ: გაზქურაზე იდგა ყავის მადუღარა. როგორც გაირკვა, გადმოსულმა ყავამ გაზი ჩააქრო და გაზმა გაჟონვა დაიწყო. რომ არა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტების სწრაფი რეაგირება, მოხუცისა და მისი მეზობლების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა,“ – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები