Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის 15-20% იკარგება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის 15-20% იკარგება

88

ყოველწლიურად ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის 15-20%-ი იკარგება, ვინაიდან არ არსებობს მათი შენახვის პირობები, ამის შესახებ მთავრობის  დღეს გამართულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო  სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას გეგმავს.

“ამ მიმართულებით წახალისდება მაღალმთიანი რეგიონები. ჩვენ გამოვყავით 12 მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე დაბალი ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდება და  ყველაზე დაბალია პროექტების დაფინანსების მაჩვენებელი” – აღნიშნა დანელიამ.

მინისტრის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წამოწყებული პროგრამა “დანერგე მომავალი”  რამდენიმე წელიწადში საქართველოში მოსავლიანობას გაზრდის, ამიტომ სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამას უფრო დიდი მნიშნველობა ენიჭება.