LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აიფონ პლუსის” სკანდალურ სარეკლამო რგოლს BBC ეხმიანება

179

„აიფონ პლუსის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს „ბიბისის“ რუსული ბიურო ეხმიანება. მედიასაშუალება წერს, რომ ჯიჰადისტების ფორმაში ჩაცმული პირების მონაწილეობით გადაღებულმა სარეკლამო ვიდეომ მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

„ორშაბათ საღამოს კომპანიამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განათავსა ვიდეკლიპი, რომელზეც ხალხის ჯგუფი, ნიღბებსა და სათამაშო იარაღით არაბულ ენაზე მიმართვას ავრცელებს და „ალლაჰ აკბარს“ ყვირიან. სარეკლამო რგოლს ახლდა ქართული ტიტრიც, სადაც ეწერა, რომ iPhone+ კომპანია Apple-ის ოფიციალური პარტნიორი ხდება და სხვა კომპანიებს ბაზარზე სასტიკი კონკურენციით ემუქრება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვიდეორგოლი გადაიღეს მათმა თანამშრომლებმა და კლიპი ერთგვარი სატირული პროტესტი იყო ტერორიზმის მიმართ,“ – წერს BBC და აღნიშნავს, რომ კლიპმა საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები