LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 იანვრის მონაცემით, საქართველოში წითელას 430 შემთხვევა დაფიქსირდა

vaccine-759x500

21 იანვრის მონაცემით, საქართველოში წითელას 430 შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ აღნიშნა. მისი თქმით,  წითელა ადვილად გადამდები დაავადებაა და სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.

„წითელას მასიური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობა 18 იანვარს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მთავრობის სხვადახვა უწყებებს აქვთ გარკვეული ვალდებულებები. 0-19 წლამდე პირებისთვის წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება. თუ ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს დაწესებულებებში მყოფი პირები არ ჩაიტარებენ აცრას და ვერ შეძლებენ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენას, დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება ექნება, განიხილოს სტატუსის შეჩერების საკითხი. ამ თემაზე დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად განათლების სამინისტროსთან დაგეგმილია შეხვედრა. დაწესებულებამ ჯერ უნდა მოითხოვოს დოკუმენტი, ორი თვის შემდეგ კი უფლება ექნება გადახედოს სტატუსს,“ – განაცხადა ეკატერინე ადამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები