ოლიმპიურ სოფელში დევნილების შესახლება დეკემბერში დასრულდება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
“თავდაპირველად ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო მიმდინარე წელს 298 ბინაზე, დაემატა 32 და იქნება 330 ბინა. 2 თვით დააგვიანა “ჰუალინგ ჯგუფმა” რემონტის დამთავრება. ამ წუთებში პრაქტიკულად დამთავრებულია შიდა რემონტი და მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა. დეკემბერში დასრულდება შესახლება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.