LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პროკრედიტ ბანკი” მძარცველებმა, სავარაუდოდ,სათამაშო პისტოლეტებით დააყაჩაღეს

64

თბილისის ცენტრში ბანკი გაძარცვეს. თავდასხმა ცოტა ხნის წინ პეკინზე მდებარე “პროკრედიტ ბანკის” ფილიალზე მოხდა, ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

თვითმხილველების და ბანკის წარმომადგენლის ინფორმაციით, “პროკრედიტ ბანკის” ფილიალში, რომელიც პეკინის 25 ნომერში მდებარეობს, სამი ნიღბიანი მამაკაცი შევიდა და სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, ისინი სათამაშო პისტოლეტით იყვნენ შეიარაღებული.

ბანკის წარმომადგენელი კურიერის ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს, რომ დაშავებულები არ არინა.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული ბანკიდან, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია როგორც ლარი, ასევე დოლარის და ევროს ვალუტა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე იმყოფებიან.

მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, და გამოძიებამ უკვე დაიწყო კამერების ჩანაწერების ამოღებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები