LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსების მძღოლებს პერანგებს შეუკერავენ – კალაძის ინიციატივა

kaladze

ახალი ავტობუსების მძღოლებს პერანგებსა და ჰალსტუხებს შუკერავენ. ეს დავალება თბილისის მერმა კახი კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის წევრებს მისცა.

კალაძემ თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მძღოლები კარგად გამოიყურებოდნენ.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებისთვის სპეციალური ფორმები შევკეროთ, რათა სისუფთავე იყოს და კარგად გამოიყურებოდნენ. დაიწყეთ მუშაობა, რათა ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული,“ – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი, MAN-ის ტიპის ავტობუსების პირველი პარტია – 90 ერთეული, საქართველოში თებერვალში შემოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები