81 წლის ამერიკელი მეგავარსკვლავი ჯეკ ნიკოლსონი პაპარაცებმა ამჯერად ლოს-ანჯელესში, საკალათბურთო მატჩის დრო გადაიღეს. მსახიობი ვაჟთან, 26 წლის რეი ნიკოლსონთან ერთად ადევნებდა თვალს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ თამაშს. ნიკოლსონმა ამისთვის საკმაოდ კომფორტული ადგილი მოძებნა და თამაშზე „მაკდონალდსის“ მენიუთი მივიდა. ფოტოებზე ჩანს, როგორ მიირთმევს მსახიობი კარტოფილსა და ბურგერს და თან, თამაშს ემოციურად ადევნებს თვალს.
81 წლის მსახიობი წონაში საგრძნობლად მომატებულია, სამაგიეროდ ფანტასტიკურად გამოიყურება მისი 26 წლის ვაჟი, როემლიც ძალიან ჰგავს მამას.