LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 რაიონის მუნიციპალიტეტები განვითარების საშუალოვადიან პრიორიტეტებს განსაზღვრავენ

111

საქართველოს ექვსი რეგიონის 22 რაიონის მუნიციპალიტეტები საშუალოვადიანი პრიორიტეტების განსაზღვრაზე იმუშავებენ.

მუნიციპალიტეტებს ტექნიკურ დახმარებას საკონსულტაციო კომპანია PMCG გაუწევს. პირველი სამუშაო სემინარი სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ დღეს გაიმართა და 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, შეხვედრების ფარგლებში PMCG საპილოტე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს გააცნობს.

„მუნიციპალიტეტებმა ყველაზე კარგად იციან თავიანთი საჭიროებების და შესაძლებლობების შესახებ. მათ უბრალოდ სჭირდებათ უნარ-ჩვევების განვითარება და იმ გზების ჩვენება, რომელიც დაეხმარებათ კონკრეტული საჭიროებების გააზრებასა და ეფექტური განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში“ – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ივანე თავაძემ.

დოკუმენტი, რომელიც ”მიზანმიმართულ და ეფექტურ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებას” ითვალისწინებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ხორციელდება.

სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და საზოგადოებრივი განვითარების პრიორიტეტებს და მისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები