LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატაკლანში აფეთქებული ტერორისტის ძმა გაათავისუფლეს

9

სამართალდამცველებმა ბელგიაში გაათავისუფლეს დაკავებული მოჰამედ აბდესლამი – ტერორისტ ბრაჰიმაბდესლამის ძმა, რომელმაც პარიზში, ბატაკლანის თეატრში ხალხი დახოცა და შემდეგ თავი აიფეთქა. მათი კიდევ ერთი ძმა, სალაჰი პარიზში განვითარებულ მოვლენებში ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება.

მოჰამედ აბდესლამის ადვოკატმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდების წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

აბდესლამი შაბათს დააპატიმრეს, ძმის დაღუპვის შესახებ კი მან კვირას შეიტყო. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მისი კავშირი არ დასტურდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები