სულ ცოტა ხნის წინ ჩინურმა კომპანიამ CRRC Zhuzhou Institute Co Ltd. ტრამვაის ახალი მოდელი ART (Autonomous Rail Rapid Transit) შექმნა, რომელსაც გადაადგილებისთვის არც რელსები სჭირდება, არც ელექტროსადენები. არაჩვეულებრივი ტრანსპორტის შექმნა ჩინელ ინჟინრებს თანამემამულეთა მობილურობამ გადააწყვეტინა, თუმცა მჭიდროდ დასახლებული ქალაქების გათვალისწინებით, საჭირო გახდა ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც რელსების გარეშე იმოძრავებდა.
მართალია, ART უამრავი გადამცემითაა აღჭურვილი, რომელიც მას გზის „წაკითხვაში“ ეხმარება, მაგრამ მოკლებულია შეჯახების საწინააღმდეგო სპეციალურ სისტემას და ისევ მემანქანე მართავს. 9-მეტრიანი ტრამვაი, რომელიც 500-ზე მეტ მგზავრს იტევს, რამდენიმე აკუმულატორით იკვებება, ელექტროძრავაზე მუშაობს და 70 კმ/სთ. სიჩქარით გადაადგილდება. აღსანიშნავია, რომ მის სრულად დამუხტვას მხოლოდ 25 წუთი სჭირდება, რის შემდეგაც შეფერხებების გარეშე გადის 40 კილომეტრს.