Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს-პატრიარქი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს-პატრიარქი

86

„მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს“, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში პარიზში მომხდარი მოვლენების შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.

„ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. ეს მუდამ იყო, მაგრამ ბოლო წლებში, ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს. ბოროტი ძალიან ხშირად ადამიანის ბოროტი ნებით გამოვლინდება. ბოლო დროს გამოვლინდა, იცით, რომ მოხდა თვითმფრინავის აფეთქება, ასევე ჩვენ ვუთანაგრძნობთ საფრანგეთის მოსახლეობას. იქ მრავალი მსხვერპლია და ვლოცულობთ მათთვის. არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიაწერენ რელიგიას – მუსულმანურ რელიგიას. მაგრამ სინამდვილეში რელიგია არაფერ შუაში არ არის. ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდებაა და ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული, როგორც ამბობს შოთა რუსთაველი, რომ „სიკეთის არსება გრძელია“. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს არსად აღარ განმეორდეს”, – განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

ილია მეორემ მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, 40 დღის განმავლობაში ყოველ დღე სახარების ერთი თავი წაიკითხონ, რათა “საქართველოში და მსოფლიოში მშვიდობამ იზეიმოს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები