„ისინი პირდაპირ ხალხს ესროდნენ და ყვიროდნენ „ალლაჰ აქბარ!“,- ამბობს პარიზში, ბატაკლანის თეატრში მომხდარი თავდასხმისას გადარჩენილი მოქალაქე.
„რამდენიმე ადამიანი შემოვიდა, დაიწყეს სროლა შემოსასვლელთან. ესროდნენ პირდაპირ ხალხს და ყვიროდნენ „ალლაჰ აქბარ!“ მესმოდა როგორ გადატენიდნენ ხოლმე იარაღს, კონცერტი შეწყდა, ყველა იატაკზე იწვა, ისინი კი აგრძელებდნენ სროლას, ჯოჯოხეთი იყო…“ – ამბობს „ევრონიუსთან“ თვითმხილველი.
„ხელი ჩავავლე დედაჩემს, ორივე დავწექით იატაკზე,“ – ჰყვება სხვა თვითმხილველი,“ -ნელნელა მივხოხავდით ავარიული გასასვლელისკენ, გაბმულად ისროდნენ. კოშმარი იყო. დავინახეთ თავდამსხმელების სილუეტებიც, როდესაც პირველად დაიწყეს გასროლა“.
„ჩემი და იყო ბატაკლანში,“ – ამბობს კამილი, 25 წლის,-„დავურეკე, მითხრა რომ ისროდნენ და შემდეგ ტელეფონი გამითიშა.“
კიდევ ერთი ტრაგედია რესტორან Le Petit Cambodia-ში დატრიალდა, „დაუჯერებელი კოშმარი იყო, ყველა იატაკზე იწვა, არავინ მოძრაობდა, – აღნიშნა თვითმხილველმა.
„აბსოლუტური სიჩუმე იყო. ხალხი ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. ახალგაზრდა კაცს გარდაცვლილი გოგონა მოჰყავდა.“