ჩინეთის ნაციონალურ პარკში Shiniuzhai მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდი გაიხსნა. ხიდი 180 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მისი სიგრძე 300 მეტრია. აღსანიშნავია, რომ ხიდი ადრეც არსებობდა, ურალოდ ის ხის კონსტრუქციის იყო. 2014 წელს ხიდის რეკონსტრუქციისას, ხის ნაწილი შუშით შეცვალეს, რაც დამთვალიერებლებს ძალიან მოეწონათ. გადაწყდა, რომ ხიდი მთლიანად მინის გაეკეთებინათ. ხიდს უკვე დაარქვეს „გმირების ხიდი, მინის სიგანე 24 სმ-ია და ის ყველა სახის დატვირთვას უძლებს, თუმცა მასზე გავლა სუსტი ნერვების ადამიანებისთვის შეუძლებელია.