დღეს დასავლურმა ტაბლოიდებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთ ვარსკვლავს აივ-ინფექცია აქვს.
ვარსკვლავის ვინაობას ჟურნალისტები ჯერ არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ მსახიობის მეგობარი ქალები, ძირითადად, ჰოლივუდის ვარსკვლავები იყვნენ.
„მისი ყოფილი მეგობარი ქალები კინემატოგრაფის უმაღლესი ჯილდოების მფლობელები, ცნობილი მოდელები, ტელევარსკვლავები არიან,“ – წერს ჟურნალი The Sun.
გამოცემის ჟურნალისტები წერენ, რომ მსახიობმა საკუთარი დაავადების შესახებ უკვე რამდენიმე წელია იცის, თუმცა საგულდაგულოდ უმალავდა საზოგადოებას და მის ყოფილ მეგობარ ქალებს.
Radar Online-ზე დაყრდნობით, მსახიობი, შესაძლოა, სასამართლოს წინაშეც წარსდგეს, რადგან ქალები გეგმავენ მას მძიმე დაავადების შესახებ გაუფრთხილებლობის გამო უჩივლონ.