LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს საშიშროება, თუკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ვაღიარებთ, გაბრაზებულმა რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობა აღიაროს – ძიძიგური

201611211304371714570474

არსებობს საშიშროება, თუკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ვაღიარებთ, გაბრაზებულმა რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობა აღიაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას.

„არსებობს დიდი ალბათობა და მაღალი საშიშროება, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში გაბრაზებული რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას, რაც ჩვენი სუვერენიტეტისათვის კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქნება.

მსოფლიოში ყველა ქვეყანა თავისი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მაგალითად, უკრაინამ, როდესაც ეს მის პრაგმატულ ინტერესში შედიოდა, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ ძებნილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ თანამდებობაზე მიიღო.

ვფიქრობ, ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას. მილოცვებს ვუერთდებით, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიები არის საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და პერსპექტივის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მატარებელია.

ამიტომ, ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა თავის განცხადებაში ამ საფრთხეს თვალი უნდა გაუსწოროს“, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას და უმაღლესი თანამდებობის პირებს ამ დრომდე არ მიულოცავთ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ. საქართველოს საპატრიარქო კი აცხადებს, რომ ჯერ ტომოსი უნდა წაიკითხონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები