LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენდალ ჯენერი და სხვა ანგელოზები Victoria’s Secret-ის გრანდიოზულ შოუზე

273

Victoria’s Secret-ის 20 წლის საიუბილეო ჩვენება ნიუ-ორკში გაიმართა და მასში 15 სუპერპოპულარული მოდელი მონაწილეობდა, მათ შორის ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო და კენდის სვეიპოლი, ასევე შოუს მბზინავ პოდიუმზე გამოვიდა 29 სპეციალურად მოწვეული მოდელიც, ყველაზე რეზონანსული კი იყო 20 წლის კენდალ ჯენერისა და ჯიჯი ჰადიდის გამოსვლა. რაც შეეხება ჯენერს, მის საგულშემატკივროდ დარბაზში მშობლები, კრის და კეიტლინ ჯენერებიც იმყოფებოდნენ.

ამჯერად შოუს მუსიკალური ნაწილის გასაფორმებლად მომღერლები ელი გოლდინგი, სელენა გომესი და The Weeknd იყვნენ მოწვეულნი. სანახაობამ, როგორც ყოველთვის,  ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები