საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, მათ შორის კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორში სამეცნიერო კვლევა განხორციელდა. კვლევა ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) პროექტის (BlackSea4Fish) ფარგლებში ჩატარდა, რომელიც აკუსტიკურ კვლევასაც მოიცავდა.
ჩატარებული კვლევები, საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას ისახავს მიზნად.
სამეცნიერო კვლები 10 დღის განამვლობში მიმდინარეობდა.
კვლევებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები თურქ სპეციალისტებთან ერთად ახორცილებდნენ.
კვლევის შედეგები თვის ბოლოს გახდება ცნობილი.