LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობაციონერებს, რომლებიც რეჟიმს არ არღვევდნენ, პირობითი სასჯელი მოეხსნებათ – თეა წულუკიანი

34a484259407eaebc0e23d9b1fa61d26_XL

ასობით პრობაციონერს პირობითი სასჯელი მოეხსნა, ხვალ ასევე 200-ზე მეტის საქმე განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა .

„რა სიახლეები შევიტანე სასჯელაღსრულების ყოფილ უწყებაში, რომელიც პენიტენციური უწყებისა და პრობაციის სსიპ-ის სახით ჩამოყალიბდა, მალე მექნება საქმიანობის ანგარიში. გეტყვით ძალიან ბევრ სიახლეს. ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ ასობით პრობაციონერის გაჭიანურებული საქმე ჩვენ დავასრულეთ, როდესაც სასჯელმა თავისი ფუნქცია შეასრულა. ქმედითი გავხადეთ კომისიები – მაგალითად, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, ხვალ იქნება კიდევ სხდომა. ყოველ სხდომაზე, რომელიც მანამდე თვეში ერთხელ ტარდებოდა, გავეცი ინსტრუქცია, რომ ორი სამინისტროს შეერთების შემდეგ, თვეში რამდენიმე სხდომა ჩაეტარებინათ და თითო სხდომაზე განეხილათ თითო პრობაციონერის საქმე. თუკი სასჯელი აღარ ასრულებს თავის ფუნქციას, თუკი ნახევარი არის სასჯელის გასული და პრობაციონერი კარგად იქცევა, არ აქვს რეჟიმის დარღვევა და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ ის უნდა ვატაროთ სააგენტოში, ჩვენი თვითმიზანი არ არის ე.წ. თითის დადება.

ჩვენი მიზანი არის ის, რომ სასჯელმა შეასრულოს თავის ფუნქცია. ასე რომ, ასობით პრობაციონერს მოხსნილი აქვს პირობითი სასჯელი, ხვალ 200-ზე მეტი საქმე ასევე იქნება განხილული და იმედი მაქვს, მე მათ ამას ვუსურვებ, რომ 200-ვე პრობაციონერს ხვალ მოეხსნას პირობითი სასჯელი, ვნახოთ რას გადაწყვეტს კომისია. მაგრამ ჩემი მიდგომა არის ახლებური, ჩემი მიდგომა არის ის, რომ სასჯელი სასჯელისთვის არ უნდა იყოს მისჯილი,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანი აცხადებს, რომ სასჯელს აქვს გამოსწორების ფუნქცია და როდესაც ორი სამინისტრო შეერთდა, იყვნენ ხანდაზმული პრობაციონერები, რომლებიც არა ერთი წელია, ყოველ კვირას დადიოდნენ და ადებდნენ თითს.