LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიტერორისტული ოპერაცია ესპანეთში – დაკავებული 14 პირი

Spain_Attacks

ესპანელმა სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 14 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და თავდასხმის მზადებაში ედებათ ბრალი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილები წარმოშობით ალჟირიდან არიან.

სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „ალექსანდრია“ იგუალადას მუნიციპალიტეტში დღეს, გამთენიისას დაიწყო. მასში სპეცდანიშნულების რაზმის ასზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული.

ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ექვს სხვადასხვა მისამართზე ჩაატარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები