LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის საუკეთესო იურისტმა ლივერპულის ქომაგებს ნაძირლები უწოდა

101

2014 წლის ბრიტანეთის საუკეთესო იურისტმა ”ლივერპულის” ფანებს ნაძირლები უწოდა, რის გამოც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. კლაივ ო’კონელმა სამსახური YouTube-ის სპორტულ არხზე ემოციური გამოსვლის შემდეგ დაკარგა.

კლაივი ”ჩელსის” ფანია, მისი საყვარელი გუნდის მერსისაიდელებთან დამარცხების შემდეგ კი პირდაპირ ეთერში მოთმინება დაკარგა.

”ამ ნაძირლებმაც კი იციან, რომ ჟოზე მოურინიო მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია” – თქვა ო’კონელმა.

მოგვიანებით იურისტმა განაცხადა, რომ საკუთარ გამონათქვამებს ნანობს, თუმცა სინანულმა მის სამსახურს ვერ უშველა. იურიდიული ფირმა Goldberg Segalla-ს ოფიციალურ განაცხადში ნათქვამია, რომ კომპანიის იმიჯი ყველა კულტურის მიმართ პატივისცემით იგება და სწორედ ამის გამო სხვა გამოსავალი არ რჩებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები