მედია კეიტ ბეკინსეილის ახალ რომანზე ალაპარაკდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელი მსახიობი მის ასისტენტს, სტივენ სიმბარის ხვდება.
საინტერესოა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ეჭვის თვალით უყურებს ინსაიდერი და აღნიშნავს, რომ ის არატრადიციული ორიენტაციისაა, თუმცა წყვილის ფოტოებს, რომლებიც ქსელში გავრცელდა, რთულია ვუწოდოთ მეგობრული.
ამ დღეებში, 45 წლის ვარსკვლავი და მასზე 16 წლით უმცროსი სიმბარი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში, კალათბურთის მატჩზე დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ კეიტ ბეკინსეილი პირადი ცხოვრების დეტალებს საჯაროდ არასდროს განიხილავს. ცოტა ხნის წინ, ამბობდნენ, რომ ის არიანა გრანდეს ექს-ბოიფრენდით, პიტ დევიდსონით დაინტერესდა, თუმცა ჭორი ჭორად დარჩა. ჰოლივუდის ლამაზმანი 2004-2016 წლებში რეჟისორ, ლენ უაისმენზე იყო დაქორწინებული. ცნობილია ასევე მისი რომანი მაიკლ შინთან, რომლისგანაც მას ქალიშვილი, ლილი ჰყავს.