ბოლო პერიოდი სელენა გომესის ცხოვრებაში საკმაოდ მძიმე იყო. მენტალურმა პრობლემებმა 26 წლის შემსრულებელის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, რის გამოც მას რეაბილიტაციის კურსი დასჭირდა. სირთულეების მიუხედავად, გოგონამ ძალების მოკრება მაინც მოახერხა.
რამდენიმე საათის წინ, ახალგაზრდა ვარსკვლავი 24 სექტემბრის შემდეგ პირველად, ,,ინსტაგრამზე” გამოჩნდა. ამერიკელმა მომღერალმა გამომწერებს შავ-თეთრი ფოტოების სერია გაუზიარა, რომლის აღწერაში თაყვანისმცემლებს ახალი წელი მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
,,დიდი ხანია ჩემგან არაფერი გსმენიათ. მინდა ბედნიერი ახალი წელი გისურვოთ და მადლობა გითხრათ სიყვარულისთვისა და მხარდაჭერისთვის. ყველანი მიყვარხართ”, – დაწერა გომესმა.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში სელენა ნერვული აშლილობით სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში მოხვდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მას უკვე წლებია ფსიქიკური პრობლემები აქვს.