ლატვიაში ქვეყნისთვის რეკორდული ოდენობის, ორი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. The Washington Post-ის ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება დაახლოებით ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.კოკაინი ბანანისთვის განკუთვნილ ყუთებში იყო მოთავსებული.
სააგენტო დელფის ცნობით, ოპერაციაში ლატვიელ სამართალდამცველებთან ერთად აშშ-ის ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს კოპენჰაგენის განყოფილების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დაკავებულია ლატვიის ხუთი მოქალაქე.
კონტრაბანდული ტვირთი ეკვადორიდანაა ტრანსპორტირებული.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ლატვიის გავლით ნარკოტიკი სკანდინავიის ქვეყნებში ან რუსეთში უნდა გადაეტანათ.