„სეუ კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ისეთ აქტუალურ თემაზე წერს, როგორიცაა პურის როლი ბავშვის მენიუში.
„ძვირფასო მშობლებო!!! ხშირად მეკითხებით პურის მნიშვნელობაზე ბავშვთა კვებაში, შევეცდები გიპასუხოთ❤??
თითქმის არ მეგულება ბავშვი, რომელსაც არ უყვარდეს პური, რადაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხშირად ითხოვენ ცარიელ პურს, ყოველგვარი მიტანების გარეშე, უკავიათ ხელში პურის ნაჭერი და მიირთმევენ სიამოვნებით, როდესაც მაგიდა იშლება, თითის წვერებზე შემდგარები ათვალიერებენ მენიუს და მიგვითითებენ პირველ რიგში პურზე, ძირითადად ასეა, როგორიც არ უნდა დანაყრებულები იყვნენ… ბევრ მშობელს აინტერესებს, უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს პური, რა ასაკიდან, რა ღირებულება აქვს მას ბავშვის მენიუში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია ბავშვთა კვების პირამიდა, რომელიც ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, თუ რომელი პროდუქტი, რა რაოდენობით არის მიზანშეწონილი დღის განმავლობაში, ამ პირამიდაში პირველ ჯგუფს განეკუთვნება სწორედ პური, ორცხობილა, მარცვლეული, ეს პროდუქტები კვების რაციონში წარმოადგენს ენერგიის წყაროს..
პური შეიცავს ფქვილს, წყალს, მარილს, საფუარს, ცხიმს, შაქარს, შრატს, რძეს, კვერცხს, ყველაზე დიდი რაოდენობით პური შეიცავს ნახშირწყლებს(40-55%)ასევე Bჯგუფის ვიტამინებს, რომელიც აუცილებელია კანის, თმების, იმუნიტეტის, ნერვული და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფორმირებასა და ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასევე შეიცავს კალციუმს (დღე-ღამიური მოთხოვნილების 17%), მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, მცენარეულ ცილას, უჯრედისს.. პურისთვის დამახასიათებელ სასიამოვნო არომატს გააჩნია უნარი, საჭმლის მომნელებელი წვენის გამომუშავების სტიმულირების, რაც ხელს უწყობს მონელების და შეთვისების პროცესების გააქტივებას. პურის შეტანა ბავშვის კვების მენიუში უკვე 8 თვიდან შეიძლება, ვიწყებთ მცირე რაოდენობით, თანდათან ვზრდით, 1 წლის ასაკში შეიძლება უკვე 20-25 გრ პურის მიცემა, რაც 1 ნაჭერს შეადგენს, 2 წლის ასაკში ვაძლევთ 2 ნაჭერს.
აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ 3 წლამდე არ არის სასურველი ახლადგამომცხვარი, ჭვავის, ქატოს პურის შეტანა მენიუში, რადგან ამ ასაკისთვის ბავშვს არ გააჩნია ის ფერმენტები, რომელიც ხელს უწყობს ოლიგოსაქარიდების მონელებას…
პურს აქვს განსაკუთრებული თვისება, ის არის ღეჭვის ტექნიკის ტრენერი… როგორ უნდა შევარჩიოთ პური, მიაქციეთ ყურადღება შეფუთვას და ვადებს, სტანდარტული პურის რეალიზაციის ვადები უნდა იყოს 24-48 საათი, არ შეიძინოთ პური, რომელსაც ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს, რადგან ის აუცილებლად შეიცავს პალმის ზეთს, სტაბილიზატორებს და ეთილის სპიტსაც კი, არ აჭამოთ ბავშვს ახლადგამომცხვარი,საფუარით გაფუებული, ჩაცომებული, ცხელი და გამოუშრობი პური,რაც უდიდეს სირთულეებს ქმნის მონელებისთვის და მავნეა ბავშვისთვის, აკონტროლეთ რა რაოდენობის პურს ღებულობს ბავშვი, ის არ იკავებდეს ბავშვის მენიუს ძირითად ნაწილს, ამით ჩვენ ვუბიძგებთ წონის მატებას და ნივთიერებათა ცვლის მოშლას გამოვიწვევთ, ყურადღება მიაქციეთ მონელების პროცესებს, საპურე ხშირად გაანიავეთ, დაამუშავეთ ძმრის წყალხსნარით, ბავშვს შესაძლებელია ქონდეს ხორბლის ფქვილის შემცველობაში არსებული გლუტენის აუტანლობა, რაც შეიძლება გამოიხატოს ყაბზობით ან ფაღარათით, ალერგიული რეაქციებით, ფიზიკური განვითარების შეფერხებით,ყველა ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს… პური აცილებელია ბავშვის სწორი ფიზიკური და ფსიქო-მოტორული განვითარებისათვის… ქართულ ბაზარზე მრავალი სახეობის პურია, რომელთაგან უსათუოდ უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი,ბავშვისთვის უსაფრთხო და ამავდროულად გემრიელი პური‼ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ გრიპი?“