თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე პარკირების ადგილთან, საბურავია ჩაბეტონებული. ინფორმაციას და ამის ამსახველ ფოტომასალას სოციალურ ქსელში „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილი ავრცელებს.
“ასეა, როდესაც შესაბამისი სამსახურები ვერ წყვეტენ პრობლემებს ხალხი თავად იწყებს აქტიურობას. პარკირების ადგილების მისაკუთრება, შემოღობვა და ამ მიზნით გზაზე რკინის კონსტრუქციის ჩაბეტონება და სხვა მრავალი ყოველდღიური ამბავია.
პარკირების ადგილთან, გზაზე ჩაბეტონებული საბურავი ბესიკის ქუჩაზე (50 მეტრი რუსთაველის გამზირამდე)”- წერს მესხიშვილი