LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ზიანი მოაქვს გაზირებულ სასმელს მამაკაცისთვის

120

შვედი ექიმები ირწმუნებიან, რომ გაზირებული სასმელის რეგულარული მიღება, ისევე როგორც სხვა ტკბილი არაალკოჰოლური სასმელების, გულის პრობლემების მაპროვოცირებელია.

12 წლის განმავლობაში მეცნიერები 42 ათასზე მეტ შუახნის მამაკაცს აკვირდებოდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ 200 მლ არაალკოჰოლური სასმელის მიღება ყოველდღიურად საკმარისია, გულის უკმარისობის შანსი 23%-ით გაიზარდოს. ტკბილ სასმელში ხილის ნატურალური წვენი არ მოიაზრებოდა.

„ჩვენმა შედეგებმა დაამტკიცა, რომ ტკბილი სასმელი გულის უკმარისობის რისკს ზრდის. მონაცემების მიხედვით ჩნდება საშუალება, აღნიშნული სინდრომის პროფილაქტიკა შედარებით მცირე ასაკში მოხდეს, რადგან სწორედ ამ ასაკში ყალიბდება დაავადება,“ – ამბობენ ექიმები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები