ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურმა ეტაპმა ეკვატორი გადალახა და შესაბამისად გადამწყვეტი თამაშების დრო დგება. ასე რომ, დაძაბული შეხვედრები არავის უკვირს და ასე იყო მე-4 ტურშიც, რომელიც საინტერესოც გამოდგა და უხვგოლიანიც.
ტრადიციულად დასახელდა ტურის სიმბოლური გუნდი. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში მოხვდა წაგებული გუნდის ფეხბურთელი. პსჟ-ს არგენტინელი ანხელ დი მარია მადრიდში დაბრუნდა და ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ მატჩში საუკეთესო იყო.
სხვა საუკეთესოები კი ესენი არიან:
დე ხეა (მანჩესტერი), ლიხშტეინერი (იუვენტუსი), სმოლინგი (მანჩესტერი), გოდინი (ატლეტიკო), ალაბა (ბაიერნი); დი მარია (პსჟ), ტიაგო (ბაიერნი), ფერნანდინიო (სიტი), სტერლინგი (სიტი); ნეიმარი (ბარსელონა), მიულერი (ბაიერნი).