LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის შესანიშნავი საშუალება, რომ ვირუსი აიცილო თავიდან” – ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ამ სეზონზე უნდა მიიღოთ

temsa tamta

ზამთარი ზოგიერთისთვის შეიძლება, საუკეთესო სეზონი იყოს, თუმცა ზოგადად, ეს პერიოდი ვირუსებთან და გაციებასთან ასოცირდება. ახლა კი გაციებისა და ვირუსების სეზონის შუაგულში ვიმყოფებით. დღესასწაულები, როგორც წესი, შესანიშნავია, მაგრამ ეს წელიწადის ის დროა, როდესაც ყველაზე ნაკლებად ისვენებთ და ყველაზე მეტ შაქარს (ტკბილეულს) მიირთმევთ. ძილის ნაკლებობა და შაქარი ერთად კი, იმუნურ სისტემას ასუსტებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაციებისა თუ ვირუსის შემდეგ, მუდმივად იზრუნოთ თქვენი ორგანიზმის “თავდაცვითი სისტემის” გაუმჯობესებაზე. ეს კი, სხვადასხვა ხერხით შეგიძლიათ მოახერხოთ. შეიძინოთ აფთიაქში დამზადებული მულტივიტამინები ან თავად დაამზადოთ ის, ბუნებრივი და გემრიელი ხილისა თუ ბოსტნეულისგან.

ზამთარი გაციებასთან ერთად, ჩაის სეზონიცაა. შეგიძლიათ სწორედ ჩაი გამოიყენოთ თქვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ჩაის მომზადება რთული არ არის. ის სავსეა ვიტამინი С-თი, რომელიც აუცილებელია ძლიერი იმუნური სისტემის შესაქმნელად. ასეთი ჩაის უამრავი რეცეპტი არსებობს. თუმცა, მათ შორის ყველაზე მარტივისა და ეფექტურის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: დარიჩინი, ჯინჯერი, ლიმონი და თაფლი. ჩაის მოსამზადებლად ამ ყველაფერს ადუღებული წყალი უნდა დაუმატოთ და დაელოდოთ.

დარიჩინი ანტიოქსიდანტების წყაროა, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას. ჯინჯერს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს და ისიც ასევე, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. ლიმონი შეიცავს ვიტამინ С-ს, B6-ს, A-ს, E-ს და ა.შ. ამაღლებს ენერგოტონუსს. თაფლი, რომელიც თქვენს ჩაის ნატურალურ სიტკბოს მისცემს, დაგეხმარებათ ყელის ტკივილის დროს, მას ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი თვისებები.

თუ ჩაი თქვენი სასმელი არ არის, შეგიძლიათ დაამზადოთ წვენები – სხვადასხვა შემადგენლობითა და გემოთი. მათი დამზადებისთვის ძირითადად გამოიყენება ლიმონი, ჯინჯერი, სეზონური ხილი, კიტრი ბროკოლი და ა.შ.

ამ ვიდეოში ნახავთ, მხოლოდ ხილისგან დამზადებულ ჯანსაღ წვენს. დამზადებისთვის გამოყენებულია გრეიფრუტი, კივი და მანდარინი.

ასეთი ჯანსაღი წვენის დასამზადებლად კი დაგჭირდებათ ვაშლი, ლიმონი, ფორთოხალი, ჯინჯერი და სტაფილო.

ცნობილი ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძე “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით აუცილებელია ინტენსიურად, ხილის, ბოსტნეულის და მწვანილის მიღება. ასევე, მისი თქმით, თუ პირს ვირუსის ნიშნები გამოუვლინდა, პირველივე დღიდან სასურველია დიდი ოდენობით ბუნებრივი სამკურნალო ნაყენების მიღება.

“გოგრა იქნება ეს თუ ყაბაყი, არ აქვს მნიშვნელობა. ასევე, კარგია ასკილის ჩაი, თუმცა, მისი მიღება ხანგრძლივად არ არის რეკომენდირებული. 2-3 დღე მიიღეთ, შემდეგ რამდენიმე დღე შეისვენეთ, რადგან თირკმელზე ცოტა მძიმედ მოქმედებს.

მართებულია, გვირილას, კალინდულას თავშავას, ცაცხვის ჩაის მიღება. ეს ყველაფერი შეგიძლიათ მიიღოთ, ვირუსის პირველივე ნიშნებიდან.

თუ ვირუსით დაინფიცირდა ადამიანი და გამოუვლინდა გრიპი, რა ფორმითაც არ უნდა იყოს – სიცხით თუ უსიცხოდ, პირველივე დღიდან ინტენსიურად უნდა დაიწყოს მცენარეული ნაყენების, ხილის, კომპოტების მიღება. ამ დროს, მურაბა რომ მურაბაა, იმასაც კი მნიშვნელობა აქვს. ბოსტნეული მიიღეთ დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით ბულგარული წიწაკა. მართალია, ახლა ყველაფერი სასუქითაა, თუმცა, მაინც სასარგებლოა.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად ეს კურსი კარგია, როგორც ბავშვებში ასევე, უფროსებში. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, ალერგიული რეაქციები და მოერიდოთ იმ პროდუქტების მიღებას, რაზეც ალერგია გაქვთ,” – აცხადებს ვაშაძე.

ფიტოთერაპევტი განმარტავს, რომ ვირუსისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია თუ როგორი მომზადებული შეხვდება ორგანიზმი ვირუსს. ვაშაძე მოსახლეობას კიდევ ერთ რჩევას აძლევს. მისი რეკომენდაციაა, მთელი სეზონის განმავლობაში ოქსოლინის ანტივირუსული მალამოს გამოყენება.

“კომუნისტების დროიდან დარჩენილი გვაქვს ერთი მაზი – “ოქსოლინი”. ეს არის შესანიშნავი საშუალება, რომ ვირუსი აიცილო თავიდან. 200%-იანი გარანტია აქვს და რატომ არ კეთდება ამის რეკლამა არ ვიცი. “ოქსოლინის” მაზი ძალიან კარგი პრეპარატია. უნდა წაისვათ ცხვირის სიღრმეში, მარტო გარედან ნესტოებზე წასმა საკმარისი არ არის. გაწოვა ხდება ლორწოვანში და შედეგად, ვირუსს ადამიანი იღებს, თუმცა ის ვეღარ ვითარდება. ეს არის უნიკალური საშუალება. ყოველ დილას შეგიძლიათ ჩაიტაროთ ეს პროცედურა, ჩათვალეთ, რომ ისე მოვა გაზაფხული, ვირუსების ტალღას ვერ იგრძნობთ. ვერ განვითარდება ის თქვენს ორგანიზმში.

ზამთრის პერიოდია. ვირუსის შეხვედრისგან თავი შეიძლება ვერ დავიზღვიოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ გადავიტანთ მას. ასეთ შემთხვევაში არ გავირთულებთ მდგომარეობას.

ვერავინ დაგვაზღვევს ვირუსის შეხვედრისგან, თუმცა თუ ჩვენი იმუნიტეტი იქნება ძლიერი და შემზადებული, ნებისმიერ შემთხვევაში გადავიტანთ მას მარტივად,” – აღნიშნავს დავით ვაშაძე.

 

 

დამატებითი რჩევები, როგორ შევაჩეროთ ე.წ. ღორის გრიპის გავრცელება:

  • დაიბანეთ ხელები საპნით დღეში რამდენჯერმე; 

    H1N1- რა უნდა ვიცოდეთ ღორის გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

    გრიპის ვირუსით გამოწვეული შემთხვევვები მედიკოსების თქმით, ორ ნაწილად, მსუბუქ და გართულებულ შემთხვევებად უნდა დავყოთ

  • თან იქონიეთ სპირტის ბაზაზე დამზადებული სველი ხელსახოცი, მოგზაურობისას;
  • ეცადეთ იშვიათად შეეხოთ ხელით თქვენს თვალებს, ცხვირსა და პირს;
  • ერიდეთ ყველა იმ ადამიანთან კონტაქტს, რომელსაც აქვს გრიპი;
  • გამოიძინეთ კარგად, რათა ორგანიზმმა სრულყოფილად დაისვენოს;
  • მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე (წყალი, ნატურალური წვენი და ფრეში);
  • მიიფარეთ ცხვირსახოცი (ან მოხრილი ხელი) როდესაც ახველებთ ან აცემინებთ;
  • შინიდან გასვლის დროს გამოიყენეთ ნიღაბი, გრიპის სეზონზე;
  • როდესაც თქვენ ერთხელ გამოიყენებთ ხელსახოცს/ცხვირსახოცს, გადააგდეთ ის და აღარ გამოიყენოთ ხელმეორედ;
  • თუ თავს ცუდად გრძნობთ და გაქვთ ღორის გრიპის ნიშნები, დარჩით სახლში/ეწვიეთ ექიმს და ნუ წახვალთ სამსახურში ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რათა არ გაავრცელოთ ვირუსი;
  • გრიპის სეზონზე უფრო მეტი რაოდენობით მიიღეთ ის პროდუქტები, რომელიც აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას: ნიორი, ჯინჯერი, ალოე ვერა და ა.შ;
  • იყავით აქტიურები და ივარჯიშეთ ყოველდღიურად, რათა იყოთ ჯანმრთელი და ძლიერი.