ჯონ ტრავოლტას თაყვანისმცემლების გაოცება კარგად გამოსდის. ამას მისი ახალი ფოტოც მოწმობს, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა.
ამ დღეებში, ამერიკელმა მსახიობმა ,,ინსტაგრამის” გამომწერებს პარიკის გარეშე გადაღებული სურათი გაუზიარა. საინტერესოა, რომ ფანებს 64 წლის ვარსკვლავის ცნობა გაუჭირდათ. უმრავლესობამ ისიც კი არ იცოდა, რომ აქამდე ,,ოქროს გლობუსის” ლაურეატი პარიკს ატარებდა.
,,იმედი მაქვს ახალ წელს დიდებულად შეხვდით”, – აღწერა კადრი ჯონმა.
View this post on Instagram
I hope everyone had a great New Year!
A post shared by John Travolta (@johntravolta) on
აღსანიშნავია, რომ ფოტოზე უამრავი ისეთი კომენტარი იკითხება, სადაც ინტერნეტმომხმარებლები ტრავოლტას იმიჯს უწუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ მას კრიტიკისთვის არ უპასუხია, ერთი ნაწილი ასაკთან შედარებით მსახიობს უფრო მამაკაცურს მიიჩნევს.