უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუს დამკვირვებლებს არ მიიწვევენ. უკრაინის კანონმდებლობით რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, ამიტომ რუს დამკვირვებლებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასწრება აკრძალული აქვთ. ამის შეხაბე აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაველ კლიმკინმა გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც უკრაინის ხელისუფლება „ეუთოს“ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანი უფლებათა ბიუროს მიმართავს და 31 მარტს დაგეგმილ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნას სთხოვს.
კლიმკინის განცხადებით, უკრაინის საგარეო უწყება რუსეთის პასპორტის მფლობელების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სახელით გაგზავნილ მოთხოვნებს არ განიხილავს.
საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 31 მარტს არის დაგეგმილი.