LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინას შეიკი „ვერსაჩეს“ და ბრედლი კუპერი „გუჩის“ კუბოკრულ კოსტიუმებში (ფოტო)

irina

ნიუ-იორკში ყოველწლიური პრემიის, NBR Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. „ოქროს გლობუსისგან“ განსხვავებით ეს ცერემონიალი წარმატებული აღმოჩნდა ბრედლი კუპერისთვის, რომელსაც წლის რეჟისორის სტატუსი მიანიჭეს. გამარჯვებული რეჟისორის სახელი სცენიდან სტივენ საპილბერგმა გამოაცხადა. კუპერის ყველაზე დიდი გულშემატკივრები ამ საღამოს ირინა შეიკი და ლეიდი გაგა იყვნენ.

ირინა შეიკი ბრწყინავდა „ვერსაჩეს“ ანსამბლში. კუბოკრული წითელი პიჯაკი მოდელს ამავე ფერის ბერეტთან ჰქონდა შეხამებული. რაც ეხება ბრედლი კუპერს, ის „გუჩის“ პიჯაკში იყო გამოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები