Backstreet Boys-ის ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერის No Place პრემიერა შედგა. საინტერესოა, რომ სიახლე ქსელში კლიპთან ერთად გავრცელდა, რომელსაც ბოი-ბენდის წევრებისთვის და მათი თაყვანისმცემლებისთვის ემოციური დატვირთვა აქვს. მუსიკალურ რგოლში ბიჭები მეუღლეებთან და შვილებთან ერთად მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ სიახლე ამერიკული პოპ-ჯგუფის მეცხრე სტუდიურ ალბომში DNA შედის, რომელიც დღის სინათლეს 25 იანვარს იხილავს.
შეგახსენებთ, რომ დისკიდან უკვე ცნობილია სინგლები Chances და Don’t Go Breaking My Heart, რომლისთვისაც კოლექტივმა ,,გრემის” ნომინაცია მიიღო.