“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე თითქოსდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან საუბარში მომღერალ სოფო ნიჟარაძის მიერ მის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ჩვენ, ჟურნალისტები, ვუყვებით საზოგადოებას სად გადახტა კატა და მერე უკვე ისინი მსჯელობენ დანარჩენზე…. იდარდოს იმან, ვინც ილაპარაკა, შერცხვეს იმას, ვინც ეთერში გაუშვა, მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ… ესეც გაივლის”, – წერს ნოდარ მელაძე.
სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც თითქოსდა ყოფილი პრეზიდენტი მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან საუბრობს, დღეს უკრაინულ მედიაში გავრცელდა. ჩანაწერის მიხედვით, ნიჟარაძე ნოდარ მელაძეს შეურაცხმყოფელი მოიხსენიებს.