LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი ფარულ აუდიოჩანაწერზე – „მე ის მიყვარს…“

39

სოფო ნიჟარაძე დღეს უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება და წერს, რომ ეს სრული სიყალბეა.

„ფსბ“ დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია, გასაგებია, რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ, ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!

რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია, ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება! ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას „რუსთავი ორის“ მთელი კოლექტივის მიმართ!“ – აღნიშნავს სოფო ნიჟარაძე მიმართვაში, რომელიც ახლახან გაავრცელა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები