LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით სირიაში “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია

erdogan

თურქეთი მიიჩნევს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სამხედრო კუთხით სირიაში დამარცხებულია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ ანკარა მზად არის სირიაში სიტუაციის ნორმალიზების გეგმა წარადგინოს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ჯარების გაყვანაზე სწორია.

სირიაში “ისლამური სახელმწიფო” – ს განადგურებაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც, მისი თქმით აშშ-მა პარტნიორებთან ერთად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 99% გაანადგურა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ აღორძინება ამერიკის  ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს მოხდა და ახლანდელი მთავრობა უზრუნველყოფს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები